“ჩვენს ორგანიზაციას ორი დღის უკან პატიმრები დაუკავშირდნენ, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. დაახლოებით 200 პატიმარი შიმშილობს, მათ შორის არჩილ ფაჩულია, ვიქტორ მიჩიტაშვილი, ვლადიმერ გიორგაშვილი, ვაგიმ მუსტაფაევი, ჯაბა სოფრომაძე. სოფრომაძესა და არჩილ ფაჩიტაშვილს ამოკერილი აქვთ პირი, ისინი შიმშილობის უკიდურეს ზომას მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ საქმეები გადახედილი იყოს. ისინი საქმეების გადახედვას და შეკრებითობის პრინციპით შეფარდებული სასჯელის შეცვლას მოითხოვენ. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანებზე მიმდინარეობს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. პატიმრები კონკრეტულ პიროვნებესაც ასახელებენ. მაგალითად, ვინმე ნიკა მერებაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ოფიცერი გახლავთ. ასევე ზურაბ ტაბატაძე და დავით გოგავა.
ჩვენ მოვუწოდებთ სოზარ სუბარს, რომ მიაქციოს ყურადღება პატიმრებს და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველები ვიქნებით გარანტი იმისა, რომ თითოეული პატიმრის უფლებები დაცული იყოს. ასევე მივმართავთ სუბარს თხოვნით, რომ მან დაუშვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უფლებადამცველები და მისცეს მათ საშუალება, რომ პატიმრებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება და მოვუწოდებთ პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით”.