გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, 1563 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2213 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 379 მამაკაცი, 237 ქალი, 24 გოგონა და 43 ბიჭი, ასევე 63 ბავშვი და 817 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათ შორის 54 მამაკაცი, 196 ქალი, 44 გოგონა და 40 ბიჭი, ასევე 104 ბავშვი და 1575 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერ უცნობია.