გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების, ფიზიკურ პირებზე უკანონოდ, რეგისტრაციისათვის საჭირო ყალბი დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 აშშ დოლარი აიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.