“ის რაც ამ დღეებში ხდება, ეს არის საერთო სახელმწიფოებრივი თემა და საკითხი საქართველოსთვის. თანამედროვე სამყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი პრინციპული პოზიციების პრინციპულად გამომხატველი. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი შეჯერდება განცხადების ტექტსზე”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სასესიო კვირაში, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ითხოვდნენ, რომ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მათ შესაბამისი ტექსტიც წარმოადგინეს. თუმცა, უმცირესობა და უმრავლესობა ტექსტის შინაარსზე ვერ შეთანხმდა.