სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ამჟამად მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს მიერ კონტროლზეა აყვანილი.
იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ.