“ეს ორი დღეა, ოთხ საბავშვო ბაღში შევაჩერეთ სასწავლო პროცესი, რადგან ბავშვები არ გამოცხადნენ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მაგრამ გამოცხადება არის დაბალი. მაგალითად, ოზურგეთის #3 საბავშვო ბაღში 280 ბავშვია და დღეს 60 ბავშვი გამოცხადდა”, _ გვითხრა ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ.
სასწავლო პროცესი არ არის შეჩერებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მოსწავლეების გამოცხადების რიცხვი დაბალია.
“სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას თვითონ სკოლები მიიღებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ მომხდარა”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლელა იმედაშვილმა.