“ახლაც ამ წუთებში მიმდინარეობს მცდელობა ძალისმიერი მეთოდებით განდევნონ მშვიდობიანი მომიტინგეები აქციიდან. პირველ რიგში ჩვენი მოვალეობაა, როგორც საქართველოს მოქალაქების, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, იმ მძიმე დროს როდესაც რუსეთის მხრიდან ხორცილედება აგრესია ამ თავისუფლების მოყვარე ერის მიმართ. ჩვენ კარგად გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება უკრაინელი ხალხის სოლიდარობა 2008 წლის აგრესიის დროს. ვალდებულები ვართ, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაში ვიყოთ მათთან ერთად. ვიყოთ სოლიდარულები, მხარი დავუჭიროთ უკრაინაში პროცესების მშვიდობიანად განვითრებას. დღეს რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა კვლავ ჩაითრიოს ჭაობში. იმ ვითრებაში, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რუსეთის ფედერაციამ აამოქმედა ის ბერკეტები, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით, ისევ აქვს შემორჩენილი უკრაინასთან მიმართებაში. ის ბერკეტები რომელიც, მას აღარ აქვს საქართველოსთან მიმართებაში. მას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენს ქვეყანაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ამ ტერიტორიებზე. თუმცა, მას აღარ აქვს სამხედრო ბაზები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღარ აქვს საქართველოზე ეკონომიკური, ფინანსური და სავაჭროო ბერკეტები. სქართველო აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე, ენერგეტიკული თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ეს უკრაინამ ვერ მოახერხა”, _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ.