მან ასევე აღნიშნა, რომ ხშირად საქართველოს ხელისუფოლება პრინციპული და მკაფიო პოზიციის ნაცვლად “ინფანტილურად ლუღლუღებს”. წიკლაური საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოს პოზიციას არ გამოხატავდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, თითქოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი არ გამოხატავდა უკრაინაში საქართველოს პოზიციას, მინდა გითხრათ, რომ სწორედ სააკაშვილი გამოხატავდა ამ დღეებში, უკრაინაში საქართველოს პოზიციას, სულისკვეთებას. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში “თავისუფალი ზონის” კარავის თავზე ფრიალებდა საქართველოს დროშა. სწორედ ამ დაამიანებს უნდა ვუთხრათ ჩვენ მადლობა.
რუსეთი არის ჭაობის იმპერია და მასთან საჭიროა პრინციპული პოზიციის დაფიქსირება და არა ის ინფანტილური ლუღლუღი, რომელსაც ხანდახან ვისმენთ ხოლმე ჩვენი ხელისფლების მხირდან. რას აკეთებდა ჩვენი ხელისფლება ამ დღეების განმავლობაში. საქართველოს პარლამენტში ჩვენმა კოლეგებმა უარყვეს ის რეზოლუცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. მაიდანზე უკრაინელი ხალხის დამარცხება არის ევროპული ცივილიზაციის მარცხი და შესაბამისად, ეს არის საქართველოს მარცხი. ამიტომ, მოგიწოდებთ კოლეგებო, რომ გვქონდეს პრინციპული პოზიცია, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ისტორიის ბნელ მხარეს. მერყეობა და ჭოჭმანი დღეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მოძალადის მხარეს და იმის მხარეს, ვისაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები,” _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.