(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის” დირექტორი ამირან გიგინეიშვილი რუმინეთის ქალაქ ტურჩადან დაბრუნდა. მან იქ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
_ კონფერენცია შეეხებოდა შავი და ხმელთაშუა ზღვის დაბინძურებისაგან დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პრობლემებს. პროექტს ახორციელებს “პეგასი” _ ევროპის კავშირის ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაა მეცნიერულად მოამზადოს სანაპირო ზონის ინტეგრირების მართვის ერთიანი ევროპული კანონმდებლობა. ამ პროგრამას საქართველო ახლა შეუერთდა. მადრიდის უნივერსიტეტმა, რომელსაც პროგრამაში წამყვანი სამეცნიერო ადგილი უჭირავს, საქართველოში პროგრამის კოორდინატორად დამნიშნა. უნდა შევისწავლოთ ქვეყნის ის მდინარეები, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინებიან და მოვამზადოთ დამატებითი ინფორმაციები, რომელიც მადრიდის უნივერსიტეტს მიეწოდება, _ გვითხრა გიგინეიშვილმა.