“ამ დროისათვის რეგიონს შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. მუშაობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.
გუშინს შემდეგ ამოქმედდა 23 მეგავატიანი გადამცემი ხაზი და ასევე თურქეთის რესპუბლიკა გვაწვდის 35 მგ ელექტრო ენერგიას, რის შედეგადაც ამჟამად, ბათუმის მოსახლეობის 80%-ს გრაფიკით მიეწოდება შუქი.
ქობულეთის 90%-ს სრულად მიეწოდება ელ. ენერგია.
ხელვაჩაურში მოსახლეობის ნახევარზე მეტს – 7500 აბონენტს მიეწოდება დენი.
ხელვაჩაურის მასშტაბით დაზიანებულია რამდენიმე ფიდერი, მაგრამ მათ შესაკეთებლად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შუქი ჯერ არ მიეწოდება, რადგანაც ქედაში დაზიანებულია 5 მაღალი ძაბვის გადამცემი რკინის კონტრუქციის ანძა, რომელთაგან 2 მდებარეობს რთულ რელიეფურ ადგილას და გაძნელებულია მათი შეკეთება. ამ ანძების შეკეთებისთანავე აღდგება შუქის მიწოდება.
რაც შეეხება გზებს. ჩოლოქი-სარფის ცენტრალური გზა გაწმენდილია. ციხისძირის უღელტეხილსა და ჩაქვის გვირაბის მიდამოებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. იყრება მარილი. პატრული აკონტროლებს ავტომობილების გადაადგილებას, რომ არ შეიქმნას საცობები.
გაწმენდილია გზები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში.
ქედა-შუახევის მონაკვეთზე 24 საათში 10 მეწყერი დაფიქსირდა, გზის ამ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
დილიდანვე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აჭარის გზების დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სხვა შესაბამისი სამსახურები. გამოყვანილია სპეც-ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
დიდთოვლობის გამო, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის 10 კმ 106 კმ მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,” _ განაცხადა ხაბაძემ.