(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალურ ქუჩაზე, სააქციო საზოგადოება “იმედის”, ე.წ. უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ერთ დროს მომღერალი შადრევანი იდგა, დღეს ბაყაყების სამფლობელოა.
ქალაქის ცენტრში არსებულ “ბაყაყების სამფლობელოს” რესტორანი “იზაბელა” გადაჰყურებს. გარდა ამისა, იქ ასასვლელი კიბე უფასო საპირფარეშოდაც არის ქცეული. ოზურგეთელები ამ ადგილს, როგორც აღვნიშნეთ, “ბაყაყების სამფლობელოს” და “ღია ცის ქვეშ არსებულ უფასო საპირფარეშოს” ეძახიან.