აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილზე კოტეჯები დაიდგა და იქ დილიდან მედპუნქტი და სამზარეულო განთავსდება. დამონტაჟდება, ასევე, სველი წერტილებიც.
ამ დროისთვის მიუსაფართათვის 4 საცხოვრებელი კარავია გაშლილი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება.
თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).