მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკური ინფორმაციების სრულყოფის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე “საქსტატი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწვდის სამინისტროს ინტერესში შემავალი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩამონათვალს.
მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმარება “საქსტატს” საჭირო ინფორმაციის მიღებაში.
მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, იმსჯელებს სტატისტიკური კვლევებისთვის საჭირო მონაცემების შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქსტატს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა აქამდეც ხდებოდა, თუმცა მემორანდუმი გაფორმება ხელს შეუწყობს ორი უწყების კიდევ უფრო კოორდინირებულ და შედეგიან მუშაობას.