მზა დოკუმენტაცია აქამდე დედა ენის ბაღში მდებარე დროებითი სერვის-ცენტრიდან გაიცემოდა, ახლა ეს მომსახურება მთლიანად იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს განხორციელდება. მომხმარებელმა იუსტიციის სახლს მხოლოდ,იმ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს, თუ მას მზა დოკუმენტაციის მიღება სურს.
დღესვე 14:00 საათიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის გამზ. 89/24-ში, საჯარო რეესტრისთბილისის სარეგისტრაციო სამსახურში (მარჯანიშვილის მეტროსთან) განთავსდება. აღნიშნულ დროებით ფილიალშიმომხმარებელს მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარება შეეძლება.
რაც შეეხება სამუშაო საათებს, დღეიდან დროებითი ფილიალები მომხმარებელს 09:00 სათიდან 19:00 საათამდემოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად – საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებითმზა დოკუმენტების მიღება.
დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია:
· დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)
· ჩუბინაშვილის ქუჩა #68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე);
· ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი)
· აღმაშენებლის გამზ. 89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან)
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს.
ქონებისა და ბიზნეის რეგისტრაცია კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში.