ის ადგილობრივ ხელისუფლებისგან მოითხოვს მსგავსი სიტუაციით უფრო მეტად დაინტერესდნენ და მოსახლეობას დროულად გაუწიონ შესაბამისი დახმარება.
გაუწმენდავი გზების შესახებ საუბრობს ოზურეთელი, თამარ ნადირიძე:
“უხვი ნალექი, რომელიც თავს დაატყდა გურიას ადგილობრივი მთავრობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. თოვლის საფარმა დააზიანა მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფელში ელექტროგადამცემი ბოძები და გზები. ელექტროენერგია სრული გრაფიკით არ მიეწოდება სოფლების დიდ ნაწილს. ერთ-ერთ პრობლემად რჩება გზების გაწმენდა, რაც ნელი ტემპით მიმდინარეობს, როდესაც მუნიციპალიტეტმა შეიძინა ძვირადღირებული გრეიდერი. ქალაქის ცენტრალურ უბნებში არ არის გზა ისე გაწმენდილი, რომ ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს თავისუფლად შეძლონ გადაადგილება”, _ თქვა თამარ ნადირიძემ.
სოფელ კვირიკეთში მცხოვრებმა ზურაბ ლეკვეიშვილმა გვითხრა, რომ ზამთარში ყოველთვის პრობლემაა.
“ჩვენს სოფელში გზა დროულად გაიწმინდა. ახალგაზრდები უკმაყოფილო არიან, შუქი შეფერხებით მოგვეწოდება”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზურაბ ლეკვეიშვილმა.
კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არის წყლის გამწოვი არხები ქალაქში მოწესრიგებული.
“ახლა ყინავს და ჩემს მაღაზიასთან არ არის წყალი, მაგრამ ეს ორი დღეა ტბა იდგა და თითქმის ყველგან ასე არის. ეს თუ მოწესრიგდება კარგი იქნება”, _ გვითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პრობლემები დროულად მოაგვარონ.