“2004 წელს როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფელბაში მოვიდა დაიწყეს ბანდიტური თავდასხმები საფინანსო და სხვა კომერციულ ობიექტებზე,მათგან ფულის ამოღების მიზნით. კერძოდ საქართველოს ბანკში შესულმა ჰალსტუხიანმა რეკეტიორებმა პირდაპირ მოითხოვეს 6 მილიონის გადარიცხვა: სააკაშვილის, მერაბიშვილის ადეიშვილის და სხვ ანგრაიშებზე.ეს ყველაფერი საქმეში არსებობს შესაბამისი ქვითრებით.შემდეგ კი ბანკის კანონიერ მფლობელს, ასე ვთქვათ “აახიეს” ბანკი და გურგენიძეს გადაულოცეს. ამის შემდეგ კი გილაურს.ამ ფორმამ კარგად იმუშავა, იგივე გააკეთეს “სტანდარტ ბანკის” და “სახალხო ბანკის” შემთხვევაშიც.
“საქართველოს ბანკის” საქმეზე ბრძოლა ელგუჯა სილაგაძემ განაგრძოს ის წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებდა სამართალს,მაგრამ მრავალწლიანი ნერვიულობის გამო გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.რა ჰქვია ამას თუარა მკვლელობა? ამ მკვლელობის შემოქმედნი ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან და მგონი პარლამენტის დარბაზშიც სხედან. მჯერა რომ გამოძიება კვალიფიციურად წარიმართება და არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დღეს, ბორკილდადებულნი გაიყვანონ ამ დარბაზიდან”, _ განაცახად კარლო კოპალიზნმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.