გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა მოქალაქეებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მცხეთაში არსებულ სამკერვალო ფაბრიკაში, “ადიდასის” ოფიციალური მწარმოებლის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კუსტარულად დაამზადეს და შემდგომ რეალიზაცია გაუკეთეს “ადიდასის” ფირმის სამარკო ნიშნით ნიშანდებულ დიდი ოდენობით სპორტულ ტანსაცმელს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით