მხარეებმა ოკუპირებული ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები განიხილეს. შს მინისტრმა აღნიშნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების მნიშვნელობა, რომლებშიც წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს.
ალექსანდრე ჭიკაიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებების ადაპტირებასა და ამ კუთხით წითელ ჯვართან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ერთობლივი საქმიანობა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.