მოცემული აქციის მიზანია, გამახვილდეს ყურადღება დიაბეტით მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე და მისი საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე, დაეხმაროს მათ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ მიაქციოს ყურადღება და თავიდან აიცილოს ის გართულებები, რომლებიც დიაბეტს ახასიათებს. ღონისძიების ორგანიზტორები არიან საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის გორის სასწავლო ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “Welfare Foundation”.
გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის “დიაბეტის მკურნალობა და პრევენციის გაუმჯობესება” გორის წარმომადგენლობა ვერ შეუერთდა 14 ნოემბრის მსვლელობას დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც გამოეხმაურება დიაბეტით მცხოვრები ადამიანების პრობლემებს.
მოცემული აქციის მიზანს წარმოადგენს დიაბეტის პრობლემის შესახებ ყურადღების გამახვილება. აგრეთვე, მოძიებული იქნება ფონდები და აქციის ორგანიზატორები დაეხმარებიან დიაბეტით მცხოვრებ ადამიანებს გლიკემიის კონტროლისთვის საჭირო საგნებით: გლუკომეტრებით, სტრიპებით, მედიკამენტებით და ა.შ.
საქველმოქმედო აქცია ჩატარდება მისამართზე: გორი. ცხინვალის გზატკეცილი #10, საბანკეტო დარბაზი “ევროპა”. 14 დეკემბერი, 16:00 საათი