თუმცა, ზუსტად არ ახსოვს, რამდენმა ოჯახმა დაისვენა იმ აგარაკზე, რომლის მითვისებასა და მისი სახელმწიფო ხარჯებით გარემონტებასაც პროკურატურა მერაბიშვილს პროკურატურა.
სასამართლო პროცესზე საქმის არსებით განხილვაში თავად ვანო მერაბიშვილიც ჩართულია, სწორედ მან დაუსვა მოწმეს კითხვა, იყო თუ არა ნამყოფი ის ამ აგარაკზე, რაზეც მოწმემ უპასუხა რომ აღნიშნულ აგარაკზე შსს-ს თანამშრომლები თავიანთ ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ არ ახსოვს რამდენმა ოჯახმა დაისვენა – 800-მა, 1000-მა, 1500-მა თუ მეტმა.
ე.წ კვარიათის ეპიზოდი, რომელზეც ვანო მერაბიშვილს გამოძიება მის მითვისებასა და სახელმწიფო ხარჯებით გარემონტებას ედავება, აღნიშნულ ფაქტზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები იკითხებიან.