10 დეკემბერს, ნელსონ მანდელა დაასაფლავეს. დასაფლავებაზე უამრავმა ცნობილმა პოლიტიკოსმა და გამოჩენილმა მოღვაწემ სიტყვები წარმოთქვეს.
ამ გამოსვლებს თარგმნიდნენ ყრუ ადამიანებისთვის, თუმცა, თარჯიმანი ყალთაბანდი აღმოჩნდა: “თვითმარქვია თარჯიმანი, რომელიც დუბლირებას უკეთებდა პოლიტიკოსებს სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო მოედანზე, მატყუარაა და ყრუთა საზოგადოება განრისხებულია, _ განაცხადა სამხრეთ აფრიკის ყრუთა ფედერაციის (DეაფშA) დირექტორმა ბრუნო დრუჩენმა, _ ის ვერ იცნო ვერც DეაფშA-მ ვერც თარჯიმანთა სხვა გაერთიანებამ”.
თარჯიმანი არ იყენებდა სახის არანაირ მიმიკებს, რომელიც აფრიკული ყრუ-მუნჯური ენის მთავარი ინსტრუმენტია და ნიშნები, რომლებსაც ის აჩვენებდა, სრულიად უაზრო იყო.
დასაფლავების დროს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ყრუ დეპუტატმა ტვიტერზე დადო, რომ თარჯიმანი სრულ უაზრობებს აჩვენებდა და მოითხოვა მისი ტერიტორიიდან გამოყვანა.
დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულმა თარჯიმანმა არ იცის არანაირი მუნჯური საუბარი და არ შედის არც ერთ სამხრეთ აფრიკულ ჟესტიკულაციის სასწავლებელ ორგანიზაციებში.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, თუ ვინ არის ეს თვითმარქვია თარჯიმანი და ვინ დაიქირავა იგი.