“დღეს, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენს გვერდით აღარ არის, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი გულის ტკივილი, რითაც მისმა გარდაცვალებამ აგვავსო.
მისი დიდი შემოქმედება ამოუწურავი საგანძურია, რომელთან ყოველი შეხვედრისას სამართლიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და ჰუმანიზმის გაკვეთილებს ვიღებთ. ხოლო მისი შეუპოვარი, გმირული ცხოვრების ისტორია მუდამ სამშობლოსა და ხალხის უანგარო მსახურების სახელმძღვანელოდ დარჩება.
ბატონი ჭაბუას დიდ ოჯახთან, მთელ საქართველოსთან ერთად ვწუხხვარ ამ უდიდეს დანაკლისს. ღრმად მწამს – ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი, მსოფლიო მასშტაბის შემოქმედება და ბიოგრაფია მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლების, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალები ცხოვრების მთავარი ორიენტირებია.”