უშუქობის გამო არ მუშაობს შუქნიშნები და მაღაზიები. სანაგვე ურნები გაუწმენდავია, რიგები მაღაზიებთან სანთლისა და პურის მოსაპოვებლად, უბნებში დანთებული კოცონი და საპროტესტო აქციები ეს ბათუმის ყოველდღიურობად იქცა.
ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზის გაწმენდის შედეგად ქვაფენილები დაზიანდა და ამოიყარა. ამ დრომდე “ენერგო პრო ჯორჯიას” აჭარის ფილიალში კონკრეტულ ვადებს ვერ ასეხელებენ თუ როდის აღუდგება ელექტროენერგია ქალაქს სრულად.
შეგახსენებთ, რომ დღეს დღის მეორე ნახევარში ქალაქის მერიასთან სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციის „გააპროტესტე უშუქობა – 90-იანების გამოფენა” გამართვას აპირებს.