საქმე ეხება მოსამართლეების მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევისათვის პოლიტიკური ნიშნით მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას.
“კომიტეტმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ამ ადამიანების დათხოვნას, ხოლო მიზეზად სამართლის ნორმების ინტერპრეტაციის საკითხი დაასახელეს. დასკვნა იუსტიციის საბჭოს ეგზავნება, რომელმაც მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს,” _ განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილება წინა ხელისუფლების პირობებში შეუწყდათ.