გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირმა, ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, 2 500 ლიტრი აღურიცხავი სპირტის რეალიზება, კანონით გათვალისწინებული სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, 12 500 ლარად მოახდინა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 – ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ითვალისწინებს.