პროცენტული მაჩვენებელი კი რიცხვებში ასე გამოიყურება: დაკამყოფილდა 30 009 , უარი ეთქვა 1428-ს, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 62. განუხილველად დარჩა 43, განხილვის პროცესშია 35.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს საქართველოს კონსტიტუციას, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და კანონებს “საჯარო სამსახურის შესახებ”, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”. უარის მიზეზად ასევე დასახელებულია გარემოებები, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას ან სამინისტროში დაცული არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ძირითადი თემატიკაა:
პერსონალური მონაცემები; სისხლის სამართლის საქმის შესახებ; განთავისუფლებულ და მიღებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
დანაშაულის სტატისტიკა; შესყიდული და ნაჩუქარი ავტომანქანების შესახებ; თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომლებზე გაცემული პრემიების, საწვავის ხარჯებისა და სატელეფონო ლიმიტის შესახებ;
დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის მიწოდების თაობაზე.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი ჰქონდა ოცდაათ შემთხვევაში.


































































