გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ლაშა მ. თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გაიტაცეს 265 ლარი, სხვადასხვა მარკის სიგარეტი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით).