ცვლილების მიზანი საბაჟო გამშვები პუნქტის “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” გავლით საქართველოში შემომსვლელ ფიზიკურ პირთა სულ უფრო მზარდი ნაკადების წახალისება, მათთვის შეღავათიანი, ასევე, კომფორტული და გამარტივებული მომსახურების შეთავაზებაა.
შეღავათიანი ტარიფით 2011 წლის 28 მაისიდან სარგებლობს სგპ “ბათუმის პორტი”.
2013 წლის 20 ნოემბერს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოში შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის 5 კალენდარული დღის შემდეგ დაწესებული საფასური – ყოველ კალენდარულ დღეზე 10 ლარი – შემცირდა 5 ლარამდე.
ამავე თარიღიდან შემცირდა მომსახურების საფასურის განაკვეთი 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმებისათვის. მანამდე მოქმედი 150-ლარიანი საფასური ხშირად აღემატებოდა საქონელზე კუთვნილი გადასახადების თანხას. შესაბამისად, საფასური 150 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა.