“როდესაც ოზურგეთში 2013 წელს კარვები გავშალეთ მაშინ გავაპროტესტეთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები და ასევე ჩვენ არ გვინდოდა მუნიციპალიტეტის გამგებლად კონსტანტინე შარაშენიძე.
ახლა რაც შეეხება გურიის გუბერნატორს, როგორც იქნა გახდა ცნობილი, რომ გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. ეს არის ძალიან კარგი პიროვნება, ბიზნესმენ თემურ ჩხაიძის შვილი. თავადაც ბიზნესმენია და როგორც გურული ნამდვილად გამიხარდა ეს გადაწყვეტილება.
ყველამ კარგად იცის, რომ მე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ და ქვეყანა დაადგა სამართლიანობის გზას. გული მტკიოდა კოალიციაში შემავალმა ერთეულებმა ვერ შეძლეს, რომ ოზურგეთში საგუბერნატორო კანდიდატი წამოგვეყებინა. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, ბიჭებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ბრძოლა საკუთარ თავზე არ უნდა გათვალო, ბრძოლა უნდა გათვალო ხალხთან ერთად და უნდა იაზროვნო ხალხთან ერთად. მე იმედით ვუყურებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, რომელიც წასულია ჩვენგან და დაახლოებით ხუთი თვეა. მან სიტყვა გვითხრა და ვერ შეასრულა. ეს იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძის წასვლა თანამდებობიდან. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა უნდა დაადგეს აღმშენებლობის გზას და დროულად ის უკანონობა, რაც კეთდება ოზურგეთში აღმოიფხვრას”, _ გვითხრა ნუგზარ გიორგაძემ.