“საგანგებოდ გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გავიზიაროთ საზოგადოების გულისწყრომა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა, იქნება ის არჩეული თუ დანიშნული რაიმე თანამდებობაზე, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესასრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში.
სამწუხაროდ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს ქართული ოცნების წევრი, როგორც ჩანს ვერ ათვიცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოაგდოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.
ავთო ბერიძის საკითხს განიხილავს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, _ აცხადებს კალაძე.