გურული ტრაბახობს:
_ რასაც თავში ჩევიდებ, ყორიფელი მახსოვს!
_ ჩემი ვალი რომ გაქვს, იგი რეიზა არ გახსოვს, ძამა? _ ეკითხება მეზობელი.
_ მაი თავში კი არა, ჯიბეში ჩევიდე.
პარიკმახერი პარსავს გურულს. უცებ გაუჭრის სახეს, მოხევს პატარა ქაღალდს და მიაწებებს. გავა ცოტა ხანი, კიდევ გაჭრის და კიდევ ქაღალდს მიაწებებს. ასე რომ რამდენჯერმე განმეორდა, გაბრაზდა გურული:
_ რას შობი, ძამა, მპარსავ თუ მაშპალიერებ?
გურულმა უყურა პორნოგრაფიულ ფილმს. მივიდა სახლში და ცოლს ასწავლის:
_ ასე ქენი!
ცოლმა გააკეთა.
_ ახლა ასე!
ისევ უჯერებს ცოლი.
_ ახლა იკივლე!
_ ვინც ჩვენ სოციალურ დახმარებას არ გვაძლევს, იმის კუბო დავდგიიიი!!!
ორი გურული სადილობს, უცებ ერთ-ერთი ყველაზე გრძელ და მსხვილ პრასს აიღებს, რამდენჯერმე დაკეცავს, მარილში ჩააწებს და ძლივს ჩაიტენის პირში. მეორე ეუბნება: _ თუ ძმა ხარ, მალე დაღეჭე, თვარა თუ გაგეშალა, ხომ აგხადა თავის ქალა!
გურული მეორე გურულს:
_ არ გრცხვენია, ნაკვეთის გულისთვის საკუთარ ძმას რომეჩხუბები?
_ საკუთარი ძმაი როა, ამიზა ვეჩხუბები, ძამა, აპა უცხოელ კაცებთან რაი მაქ გასაყოფი?
ილიკო აქ ცხოვრობს?
_ არა.
_ კაცო, შენ ილიკო არა ხარ?
_ მე კი ვარ, მარა აგია ცხოვრებაა?
გურული თბილისშია ჩასული და გაიგებს, რომ სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.
_ აუფ, ძამა, რას დაიჭერენ აგენი მაგხელა სპილოს? _ შეწუხდა გურული.
მერე გაიგო, დაუჭერიათო.
_ ხო, აბა სად გეიქცეოდა მაგხელა სპილო?!