გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძენა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 3,2164 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).