ასოციაციის შექმნის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კერძო სადაზღვევო სექტორთან და სხვა პირებთან ჰოსპიტალური სექტორის ადვოკატირება, ჰოსპიტალური სექტორის სამართლიანი რეგულაციური სივრცის განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
როგორც წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი ქვეყანაში პაციენტების ინტერესებზე, უსაფრთხო და ხარისხზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისათვის ხელშეწყობაა.
ასოციაციაში ამ დროისთვის საქართველოს 10 წამყვანი კლინიკაა გაერთიანებული: შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა; სს „ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი; შპს „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი”; სს „ჩაჩავას კლინიკა”; შპს „თბილისის მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა”; შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა”; შპს “აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური”; შპს “ნიუ ჰოსპიტალს”; შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი”.