მინისტრი მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი, “შკოდა”-ს მარკის ავტომატურ გადაცემათა კოლოფიანი ახალი საგამოცდო მანქანების პრეზენტაციას დაესწრო.
მომსახურების სააგენტო იმ პირებს, რომლებიც 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ჩააბარებენ მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სთავაზობს პრაქტიკული გამოცდა ჩააბარონ როგორც მექანიკურ გადაცემთა კოლოფის მქონე, ისე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპროტო საშუალებაზე.
პირებს, რომლებიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ, უფლება ექნებათ მართონ მხოლოდ აღნიშნული გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპროტო საშუალება, ხოლო ვინც მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე ჩააბარებენ გამოცდას – უფლება ექნებათ მართონ როგორც მექანიკური, ისე ავტომატური სატრანსპროტო საშუალებები. იმის დასადგენად თუ რომელი გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს პირს მინიჭებული, მართვის მოწმობაში კატეგორიის გასწვრივ მითითებული იქნება სპეციალური აღნიშვნა –საინფორმაციო კოდი „78“, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პირი მართავს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებას.
ამ მეთოდით გამოცდის ჩაბარება მიზნად ისახავს ეროვნული მართვის მოწმობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდეს.
მინისტრი ასევე დაესწრო მომსახურების სააგენტოს განახლებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზის გახსნას, სადაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 16 დეკემბრიდანმოემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. მომხმარებელს საშუალება მიეცემა ერთ სივრცეში განლაგებული სხვადასხვა მომსახურებით, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ან/და რეგისტრაციის, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების, მართვის მოწმობის შეცვლა/აღდგენის, იარაღის რეგისტრაციის, სატრანზიტო სანომრე ნიშნების მიღების, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობების მიღების და სხვა სერვისით ისარგებლოს.