_ ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, რომ ვარ ამ გუნდში და ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა, რაც მე მომწონს და რაც არის ჩემი აზრით საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემი ქვეყნისთვის. ადამიანებო, იყავით მშვიდად. პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს, უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, გააგრძელონ ამ საქმის კეთება და შესაბამისად უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს. ერთადერთი რასაც დავამატებდი ეს არის _ ძრწოდნენ და ეშინოდნენ იმათ, ვისაც აქვთ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განიხილება სისხლის სამართლის კოდექსით, _ აღნიშნულია ბერიძის განცხადებაში, რომელიც"ზონა ნიუსმა" გაავრცელა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved