აქ ის ნივთები და ატრიბუტებია განთავსებული, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.
“მართლმსაჯულების მუზეუმი” ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთან დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.
მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული “N 1 დარბაზი” , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. “თვითმფრინავის გამტაცებელთა”, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები. (იხ.ლინკი)