“სამთავრობო კრიმინალიტეტმა მილიარდამდე ჩვენგან წართმეული გადასახადები აითვისა, რათა მანქანები ეყიდათ, პრემიები გაესამმაგებინათ, რემონტები ჩაეტარებინათ და თავიანთი ბედნიერი ყოფა ამ უბედურ ქვეყანაში უზრუნველეყოთ.
დღეს საქმე მივიდა ტრაგი-კომედიამდე, როდესაც 100-ჯიპიანი კალაძე ერთჯიპიანი აჭარის ხელმძღვანელის გაკულაკებას მოითხოვს.
ეს არ არის გამოსავალი. არ გვჭირდება თქვენი საახალწლო მილოცვები. მოგიწოდებთ, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირით დამთავრებული, გაყიდეთ ჯიპები, ფული ბიუჯეტში ჩააბარეთ, პრემიები და ხელფასები გაინახევრეთ და ეს იქნება ყველაზე დიდი მილოცვა ჩვენი ხალხისთვის.
შესაძლებელი გახდება ცოტა მაინც მშვიდად გადავიტანოთ ზამთარი. სხვა შემთხვევში გაზაფხულზე და ზაფხულში ძალიან მწარე ზამთარი გველოდება,” _ განაცხადა ნათელაშვილმა.