თავად ლელა თავართქილაძე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში საკადრო პოლიტიკაში ცვლილება არ იქნება.
“ეს ინფორმაცია არ არის სწორი. არ მქონია ამასთან დაკავშირებით საუბარი. აქედან გამომდინარე, ერთი-ორი დღე საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ჯერჯერობით, არ არის ამაზე ლაპარაკი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ რამე… არ ვიცი რა იქნება,” _ ამბობს გიორგი ჩხაიძე.
ლელა თავართქილაძე გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსობას წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. მისი პრესსამსახურობა მხოლოდ ერთმა გუბერნატორმა, მიხო სვიმონიშვილმა არ ისურვა.
რამაზ ნიკოლაიშვილის გუბერნატორობის დროს ის ისევ მუშაობდა პრესამსახურის ხელმძღვანელად, რის შემდეგაც ლელა თავართქილაძე ვიცე-გუბერნატორიც გახდა.