“მინდა ვუთანაგრძნო, სამძიმარი გამოვუცხადო და გავიზიარო ის მწუხარება, რომელიც განიცადა არა მხოლოდ ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ. ჭაბუა ამირეჯიბი იყო უდიდესი კლასიკოსი, გამორჩეული მწერალი და მისი შემოქმედება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურია,” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებების ლიტერატუტული პერსონაჟები არასოდეს კარგავენ აქტუალობას და ყველასთვის მაგალითის მომცემია.