ზემოხსენებული ბრძანებით ირკვევა, რომ აუდიტის სამსახურმა, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოწმებისას ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. კვლევა 2008-2012 წლების პერიოდს მოიცავდა.
“ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიშის პროექტზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისა და აუდიტის ანგარიშის პროექტზე თავისი ხელმოწერით დასკვნის წარმოდგენისაგან შეგნებულად თავის არიდების გამო” ოდიშარიამ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
“მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი მიუხედავად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტისა გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ აღსანიშნავია რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შვებულებაში ვარ :))) აჰა ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არაუშავს ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის”_ წერს უშიკიშვილი ფეისბუქის გვერდზე.































































