(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 16 და 17 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, სოფლის მცხოვრებლებს თბილისიდან ჩამოყვანილმა ექიმებმა უფასო კონსულტაცია გაუწიეს.
_ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის ეგიდით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა ორდღიანი აქცია, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონის მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას. ექიმებმა მოსახლეობას გამოკვლევები და პრევენციული ღონისძიებები ჩაუტარეს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა მარი ხანიკაევმა.
_ ნატანები ავარჩიეთ, იმიტომ რომ დიდი სოფელია და მასზე მიბმულია სხვა სოფლებიც _ შრომა, მერია, ურეკი. მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ.
საინტერესოა, რომ აღნიშნული აქციის შესახებ არაფერი სმენიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.