“ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული მეორე სამუშაო ჯგუფში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ. ასევე, გავაგრძელეთ მუშაობა იმ პრაგმატულ მიდგომებზე, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებას ეხება. კერძოდ, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ მსგავსი წინადადებების შემუშავების საფუძველი სწორედ გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს”.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშობა ჟენევის მოლაპარაკებების მხარეეების ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ამ დისკუსიების მეორე ცენტრალურ საკითხს – ძალის არგამოყენების საკითხს ეხება.
“ძალის არგამოყენების ერთობლივ განცხადებაზე ჩვენი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის არსებობს განსხვავებული ხედვები, მათ შორის – მიდგომების კონცეპტუალურ ნაწილში. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პროცესი, ასევე კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და იმედი გვაქვს, რომ ხელშესახები პროგრესის მისაღწევად მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება,” _ განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 27-ე რაუნდი 2014 წლის მარტში გაიმართება.