“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 11 ქვეყანა, ესაა ძალიან საინტერესო სახელმწიფოების ჯგუფი, რომელსაც გვაერთიანებს ერთი რეგიონი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ რეგიონში ბევრი მოვლენაა ისეთი, რომელიც ქვეყნებს შორის ბევრ ბარიერს და ზღუდეს აღმართავს.
ქვეყნების ჩამონათვალი – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი რეგიონში.
თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიაღწევს საბოლოო მიზანს. ამიტომ აუცილებელია შეხვედრები, პოლიტიკური წრეები, პარლამენტარები აქ ძალიან ღიად და თამამად საუბრობენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აღელვებს ამა თუ იმ ქვეყანას.
გარდა ამისა, კონკრეტული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის იქმნება ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზეც შემდგომ მთავრობები იღებენ გადაწყვეტილებას,” _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.