16 აგვისტოს განვაცხადებ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს, _ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინის საზღვრის ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს გავლით გადაკვეთას აპირებს.
“ჩემი ნივთები უკრაინაშია. ჩემი მეგობრებისა და იმ პარტიის წევრთა უმრავლესობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაში არიან. ორ დღეში დავასახელებ უკრაინაში დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. მე ავიღე უკრაინელების დაცვაზე პასუხისმგებლობა. ეს პოროშენკოს და ოლიგარქებს არ სურთ. მე მათი არ მეშინია. ვსაუბრობ ევროპულ მედიასთან. მაქვს შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან. მათ მოვუწოდებ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ. ჩემი უახლოესი გეგმები უკრაინას უკავშირდება. უკრაინა ოლიგარქებისგან უნდა გავათავისუფლო”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას პასუხისმგებლობა აქვს აღებული უკრაინელების დაცვაზე და მისი უახლოესი გეგმებიც უკრაინას უკავშირდება.
„მე პასუხისმგებლობა ავიღე დავიცვა უკრაინელების უფლებები. პოროშენკოსა და ოლიგარქებს ეს არ სურთ, მაგრამ მე მათი არ მეშინია. ახლა ბევრ ინტერვიუს ვაძლევ ევროპულ მედიას, ვუყვები მათ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე მაქვს კონტაქტი რიგ ევროპელ პოლიტიკოსთან და მათ მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს“, – დასძინა მან.