18 – 19 ნოემბერს ხელვაჩაურში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ყველა დროის გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, ჭაბუკებს შორის ( სხვადასხვა წონით კატეგორიაში და ასაკობრივ ჯგუფში) ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში.
ასპარეზობაზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები და შინ 16 მედალი, მათ შორის 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 9 ბრინჯაო წამოიღეს.
ოზურგეთელი მოჭიდავეების და მწვრთნელების სიხარული ადგილზე გაიზიარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, თავად ტიტულოვანმა სპორტსმენმა, კობა ბალავინოვმა, რომლის შეჯიბრებაზე ყოფნა ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაცია და გამხნევებაა.
I ადგილი – გეგა გირკელიძე 32 კგ; გიორგი ჩხიკვაძე 35 კგ; ნიკოლოზ კუტუბიძე 44 კგ
ნიკოლოზ ჯოგლიძე 75 კგ; აკაკი მუჯირი 85 კგ.
II ადგილი -ალექსანდრე კალანდაძე 35 კგ; ერეკლე მაჭარაშვილი 48 კგ.
III ადგილი – რომანოზ თოიძე 32 კგ; ბექა თოდრაძე 38 კგ; გაბრიელ თავბერიძე 41 კგ; თორნიკე ქათამაძე 48 კგ; გიორგი პანკრატოვი 57 კგ; დავით მხეიძე 57 კგ; საბა გოგუაძე 68 კგ; მამუკა ცინცაძე 75 კგ; ერეკლე კვაჭანტირაძე 85 კგ.
ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, ძმებმა ზურაბიანებმა, გურამ აბაშიძემ და ემზარ დარჩიამ მოამზადეს.
ავტორი