“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ს/კ ლანჩხუთის “გურიას” მთავარ მწვრთნელად მოწვეული იქნა უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა. რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა 11 მატჩი, აქედან 10 ჩემპიონატში და ერთი თასზე. საშემოდგომო ეტაპის დასკვნით ნაწილში გუნდის წარუმატებელი გამოსვლის გამო (ბოლო ხუთი მატჩიდან წაგებული 4 თამაში), კლუბის დირექტორატმა ბატონი პოკორა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” კლუბ “გურიას” სპორტულ დირექტორ თემურ ალექსაიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოკორა უკვე გათავისუფლებულია.
_ შეგიძლიათ გაშვების მიზეზი დაგვიკონკრეტოთ?
_ მიზეზი არის შედეგი.
_ როდის მიიღეთ გადაწყვეტილება გაშვების თაობაზე?
_ გუშინ ვუთხარით და დღეს ბრძანებაც გადავეცით ხელში.
_ როგორი იყო მისი რეაქცია?
_ ეწყინა, არ იყო კმაყოფილი ჩვენი გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გაგვეშვა.
სამწუხაროდ, “გურია ნიუსმა” პოკორასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.