როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, გამორიცხული არ არის, რომ ნაცვლიშვილი უკან აღარ დაბრუნდეს, რადგან პროკურატურას მასთან სერიოზული კითხვები აქვს.
“საქმე იმაშია, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში არაერთი განცხადება შევიდა. ბიზნესმენები მას შანტაჟში და წილების იძლებით დათმობაში ადანაშაულებდნენ. პროკურატურაში განხორციელებული საკადრო გადაადგილებების შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ ეს განცხადებები მოიკითხა და ნაცვლიშვილი დაკითხვაზე დაიბარა”, _ ამბობს “გურია ნიუსის” წყარო.
“გურია ნიუსმა” ნაცვლიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კი გვითხრა, რომ ვერ მოგვაწვდის ინფორმაცის იმ პირების შესახებ, ვინც გუშინ და დღეს საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, რადგან ეს საჯარო ინფორმაცია არ არის
“ვერ გვეტყვის ვინ გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის კატეგორიას არ განეკუთვნება, თუ ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.”