ქართველი მომღერალი, რომელიც რუსი მომღერლის დიმა ბილანის გუნდში შედიოდა, "გოლოსის" ნახევარფინალში თანაგუნდელ, რუს ანდრეი ცვეტკოვს დაუპირისპირდა. გუნდის უფროსმა ბილანმა გამარჯვება 60 პროცენტით 40 პროცენტზე ცვეტკოვს მიანიჭა, თუმცა, რატომ, გაუგებარია _ გურალია მოწინააღმდეგეს აშკარად სჯობდა. ჯერი ტელემაყურებლებზე მიდგა _ გურალიას უმშვენირესი ხმით მოჯადოებული მაყურებლების 73-მა პროცენტმა ხმა ქართველ მომღერალს მისცა.
"გოლოსის" ფინალში გელა გურალიას მოწინააღმდეგეები იქნებიან ალექსანდრ გრადსკის გუნდის წევრი სერგეი ვოლჩკოვი, პელაგეიას მოსწავლე ტინა კუზნეცოვა და წევრი ნარგიზ ზაკიროვა ლეონიდ აგუტინის გუნდიდან.