შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე უძღვებოდა, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია სააგენტოს მიერ დონორთა მხარდაჭერით ბოლო წელს შესრულებული ისეთი საქმიანობების შესახებ, როგორებიცაა: დაცული ტერიტორიებისათვის საჭიროებისამებრ მენეჯმენტის გეგმების შემუშავება, ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ეროვნულ პარკებში, ბიომრავალფეროვნების დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებები დაცულ ტერიტორიებზე და სხვა. შეხვედრას ესწრებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინი შარაშიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს პარტნიორი თუ პოტენციური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS) და სხვა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების თანამშრომლები.