როგორც პარტიის ოფისში გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ამით პარტია იწყებს სხვა მეთოდების გამოყენებას, გარდა საპარლამენტო საქმიანობისა.
გაბაშვილის ინფორმაციით, პირველი შეკრება შაბათს, თბილისში ჩატარდება, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. “ეს შეკრება და ყველა ამ სახის შეკრება მოემსახურება იმას, რომ გამოვხატოთ პროტესტი, რაც ქვეყანაში ხდება, კერძოდ, გავაპროტესტოთ ოპოზიციის დევნა”, – აღნიშნა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს არა მარტო პარტიულ, არამედ საზოგადოებრივ შეხვედრებსაც და პირველი ასეთი შეხვედრა სწორედ მომავალ შაბათს თბილისში გაიმართება.